რაშფორდის ბარსელონაში დარჩენის შანსები გაიზარდა.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ინგლისელის გამოსყიდვას და გუნდში დარჩენას მწვანე აუნთო.
თავად ფეხბურთელი მზადაა ბარსაში დასარჩენად ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.
ბარსელონას რაშფორდის გამოსყიდვა მანჩესტერ იუნაიტედიდან 30 მილიონ ევროდ შეუძლია.
თუმცა, კატალონიური კლუბი ცდილობს, წითელ ეშმაკებთან შედარებით დაბალ თანხაზე მოილაპარაკოს. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.