ალვარო არბელოამ მადრიდის რეალიდან წასვლა დაადასტურა.
ამავდროულად, ესპანელმა სამეფო კლუბის სავარაუდო მომდევნო მწვრნელის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტად მუშაობა, რაზეც ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა, კატეგორიულად გამორიცხა.
„ხვალინდელი დამშვიდობება? იმედია, ეს იქნება უფრო „დროებით", ვიდრე „მშვიდობით". რეალს ყოველთვის ჩემს სახლად მივიჩნევდი. მადრიდის რეალში 20 წელი გავატარე, ეს ჩემი სახლია. ეს ამ სეზონში ჩემი ბოლო მატჩია, თუმცა არ ვიცი, იქნება თუ არა საერთოდ ბოლო ჩემს ცხოვრებაში რეალის მწვრთნელის სტატუსით - ეს არასდროს ვიცით. ვეცდები, ამით სიამოვნება მივიღო. ახლა მხოლოდ მოგებაზე ვარ ფოკუსირებული.
გასულ თვეებში საკუთარ თავზე მეტად მადრიდის რეალზე ვფიქრობდი, მაგრამ გავაკეთე ის, რაც კლუბისთვის საუკეთესო იყო. სხვა კლუბში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ეს ის იყო, რაც უნდა გამეკეთებინა. სანანებელი არაფერია.
მოურინიოს ფანტასტიკური სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, ის ძალიან კარგად არის გარშემორტყმული. თუ ის მოვა, საკუთარ ხალხთან ერთად მოვა, როგორც ეს უნდა იყოს კიდეც. არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ მე მის გვერდით ვიყო. ეს ოთხი თვე მხოლოდ მადრიდის რეალზე ფიქრში გავატარე. ამიერიდან კი დროა, საკუთარ თავზე ვიფიქრო. ეს ნაბიჯი გადავდგი და ახალი გამოწვევებისთვის თავს მზად ვგრძნობ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ხვალ, 23 მაისს, რეალი სეზონის ბოლო მატჩს ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩაატარებს.