• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არგენტინის ნაკრების შემართება უნიკალურია
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

არგენტინის ნაკრების შემართება უნიკალურია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ნაკრებთან მატჩში ნაჩვენებმა ნებისყოფამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა ძალა აქვს ლეო მესის ფაქტორს.


ახლა მოქმედ ჩემპიონებს ტიტულის შენარჩუნებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი - ესპანეთთან ფინალი აშორებთ.

ატლანტაში გამართული შეხვედრის დროს ბევრს გამორჩა მომენტი, რომელიც მოგვიანებით მატჩის მთავარ სიმბოლოდ იქცა. როდესაც არგენტინა აგებდა, მესისა და ჯუდ ბელინგემს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კაპიტნის მრავალმნიშვნელოვანი მზერა მალევე იქცა ინტერნეტმემად. მისი გზავნილი მარტივი იყო, ბრძოლა ახლა იწყება. ამ ეპიზოდის შემდეგ არგენტინელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს.

სტადიონზე სამხრეთამერიკელი გულშემატკივრები აშკარა უმცირესობაში მყოფ ინგლისელებს ხმით სრულად ჯობნიდნენ.


„სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, რაც ჰიმნის შესრულებისას უკვე იგრძნობოდა. ვიცი, როგორ ზეიმობენ ახლა სამშობლოში,ოჯახის წევრებმა კადრები უკვე გამომიგზავნეს. ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ეს სიხარული მივანიჭეთ“, - აღნიშნა მესიმ.


პოლიტიკური ქვეტექსტი და მარადონას ხსოვნა


ამ დაპირისპირებას, ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდა. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანზე ბანერი გამოფინეს წარწერით: „მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის“. ამ ჟესტის გამო, შესაძლოა, ფიფამ ნაკრები დააჯარიმოს.

ტრიბუნებზე დიეგო მარადონას გამოსახულებიანი დროშები ჭარბობდა. მესიმ, რომელმაც ლეგენდარული ათიანის გვერდით ადგილი დიდი ხანია დაიმკვიდრა, გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა. როდესაც მეტოქე საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტა, მესიმ ჯერ ენცო ფერნანდესს გაატანინა, ბოლო წუთებზე კი ლაუტარო მარტინესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ამ ტურნირისთვის მთელი წელი ვემზადებოდი და ვიცოდი, რომ კარგ ფორმაში ვიქნებოდი. ეს გუნდი არასდროს ნებდება. დიეგო უდიდესი ფიგურაა და თავს არასდროს შევადარებ. დარწმუნებული ვარ, ის ახლა ზეციდან ხარობს, რადგან ნაკრები მისთვის ყველაფერს ნიშნავდა


კვირას არგენტინას გაცილებით რთული გამოცდა ელის ესპანეთის სახით, რომელიც ბურთის კონტროლზე აგებს თამაშს. თუ ნახევარფინალში ემოციამ და ხასიათმა გაამარჯვებინათ, ფინალში მეტი სიზუსტე და მოთმინება დასჭირდებათ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2026
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
argentina

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფინალის ანალიზი: სად გადაწყდება მუნდიალის ბედი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფინალის ანალიზი: სად გადაწყდება მუნდიალის ბედი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

წავა თუ არა კუკურელია ესპანეთის ნაკრებიდან?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

წავა თუ არა კუკურელია ესპანეთის ნაკრებიდან?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ გადასცემს მუნდიალის გამარჯვებულს თასს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ გადასცემს მუნდიალის გამარჯვებულს თასს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ექცევა თუ არა ფიფა არგენტინას მუნდიალზე განსაკუთრებულად?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ექცევა თუ არა ფიფა არგენტინას მუნდიალზე განსაკუთრებულად?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

2 სთ წინ

ფინალის ანალიზი: სად გადაწყდება მუნდიალის ბედი?

News image

1 სთ წინ

წავა თუ არა კუკურელია ესპანეთის ნაკრებიდან?

News image

1 სთ წინ

ვინ გადასცემს მუნდიალის გამარჯვებულს თასს?

News image

36 წთ წინ

ექცევა თუ არა ფიფა არგენტინას მუნდიალზე განსაკუთრებულად?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება