სოფია შაფათავა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ქალთა W35 კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა. გათამაშებაზე ჯამურად მხოლოდ 1 სეტი დათმო.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალამდე სეტწაუგებლად მივიდა, გადამწყვეტ მატჩში კი 21 წლის ჩეხ ჯულია შტრუპლოვასთან პირველი პარტია წააგო, რის შემდეგაც უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 2:6; 7:5; 6:3.
შაფათავამ კარიერაში - მე-4, მიმდინარე სეზონში კი მე-2 ტურნირი მოიგო - წელს ასევე ანტალიაში გამართულ W15-ის კატეგორიის გათამაშებაზე გაიმარჯვა.
36 წლის ქართველი WTA-ის რეიტინგის 417-ე ადგილზე იმყოფება.