უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გადამწყვეტ ბრძოლაში 25 წლის ქართველმა იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ისტორიაში პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ფინალში ლიპარტელიანმა მეტოქე სრულიად უშანსოდ, ავასატე იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალი იყო, აქამდე მისი საუკეთესო შედეგი ბრინჯაოს მედალი იყო, რომელიც მან 2023 წელს მოიპოვა.
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.