უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 დღეს საქართველოს სახელით 3 სპორტსმენი წარსდგება.
კაცთა -81 კგ. წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ზაურ დვალაშვილის მეტოქე პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი ორელიან ბონფერონი იქნება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ის კანადელ დრაპო გოტიეს დაუპირისპირდება.
ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) პირველ რაუნდში დაისვენებს და მეორე რაუნდში ვენესუელელ ლუის პარიჩესა და თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილს ზედიზედ ბოლო 3 მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული და შეეცდება ტიტული ახლაც დაიცვას.
რაც შეეხება ქალთა -63 კგ. წონას - აქ ეთერ ასკილაშვილს ვიხილავთ, რომლის მეტოქეც პირველ ბრძოლაში ჩინელი ჟინგ ტანგი იქნება, მასთან მოგების შემთხვევაში კი იაპონელ ჰარუკა კაჯუს დაუპირისპირდება.
საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე გასული 3 დღის განმავლობაში ერთი ოქროს მედალია - ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
არის პირველი ოქრო! ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია!