არსენ ვენგერმა, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელია, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ზინედინ ზიდანის დანიშვნაზე ისაუბრა.
რადიო Ligue 1+-ის ეთერში სტუმრობისას, არსენალის ყოფილმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ზიდანს ნაკრებში უდიდესი მოლოდინები და შესაბამისად, სერიოზული წნეხი დახვდა. ვენგერის თქმით, საფრანგეთს ისეთი ძლიერი რესურსი აქვს, რომ მაღალი შედეგების ჩვენების გარეშე დარჩენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა სპორტში არის წლები, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.
„ზიდანის ირგვლივ უზარმაზარი მოლოდინია, ამიტომ ის წნეხის ქვეშ იმყოფება. თუმცა, მას ასეთ ატმოსფეროში მუშაობა მთელი კარიერის განმავლობაში უწევდა და ამას ჩვეულია,“ - განაცხადა ვენგერმა და ახალ მთავარ მწვრთნელს წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამი შეცვალა, რომელმაც მამლებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, 2022 წელს ვერცხლის მედლები მოუპოვა, ხოლო 2026 წლის მუნდიალზე გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა.