უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
არსენალი - ატლეტიკოს (1:0) საპასუხო მატჩის საუკეთესოდ ინგლისელი ნახევარმცველი დეკლან რაისი დასახელდა.
რაისმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და პასების 90% სიზუსტე დააფიქსირა (62-დან 56), ბურთს ჯამში 75-ჯერ შეეხო, ერთი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 6-დან 5 ორღაბრძოლა მოიგო.
არსენალმა ატლეტიკო ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. ცნობისთვის, პირველი მატჩის საუკეთესოდ უეფამ ანტუან გრიზმანი დაასახელა.