ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალში არსენალმა ატლეტიკო 1:0 დაამარცხა და ბუდაპეშტში გასამართ ფინალში გაინაღდა ადგილი.
ორი მატჩის ჯამში მიკელ არტეტას გუნდმა 2:1 იმარჯვა.
საპასუხო მატჩში ერთადერთი გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა პირველი ტაიმის მიწურულს, რაც არსენალისთვის საქმის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი აღმოჩნდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში არსენალის მეტოქე ან პსჟ იქნება, ან ბაიერნი - ამას უკვე დღეს გასამართი საპასუხო 1/2 ფინალი დაადგენს.
1-0 საკა