არსენალმა ჩემპიონთა ლიგაზე წაუგებელი მატჩების რაოდენობით კლუბის რეკორდი დაამყარა.
მიკელ არტეტას გუნდმა დღეს ატლეტიკო დაამარცხა (1:0) და ტურნირის ფინალში გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეთოფეებმა 11 გამარჯვება მოიპოვეს და სამჯერ ფრედ ითამაშეს.
გუნდს გასული წლის ნახევარფინალის შემდეგ არ წაუგია და ჯამში 14 წაუგებელი თამაში დაუგროვდათ - ასეთი სვლა ლონდონელებს აქამდე ისტორიაში არ ჰქონიათ.
შარშანდელ ნახევარფინალში გუნდი პსჟ-სთან ორივე მატჩში დამარცხდა (0:1 და 1:2).