6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თუმცა, მიკელ არტეტას გუნდმა მთელი მარაგი გაანიავა და ახლა ეს სეზონის მთავარი შეხვედრაა - „მეთოფეები“ დაკარგული ქულებით სიტის მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.
არსენალს საჩემპიონო დეჟავიუს განცდა აქვს, რადგან ბოლო წლებში ტიტული სწორედ ეტიჰადზე წარუმატებლობის გამო ორჯერ დათმო:
სეზონი 2022/23: იმედგაცრუება 7-მატჩიანი სერიის შემდეგ
2023 წლის აპრილის დასაწყისში არსენალი სიტის 5 ქულით უსწრებდა და ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული. თუმცა, 30-ე ტურიდან ყველაფერი თავდაყირა დადგა: ლივერპულთან და ვესტ ჰემთან 2:0-დან გაშვებული გამარჯვებები და 33-ე ტურში ეტიჰადზე განცდილი სასტიკი მარცხი (1:4). ამის შემდეგ ლონდონელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ და ტიტული გვარდიოლას გუნდს დარჩა.
სეზონი 2023/24: სტაბილურობის ნაკლებობა ფინიშზე
გასულ სეზონში არსენალმა ზამთრის პაუზის შემდეგ ფანტასტიკური სერია დადო (16 მოგება 18 მატჩში), მაგრამ სიტი კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 30-ე ტურში ეტიჰადზე ნათამაშები მოსაწყენი 0:0-ის შემდეგ, არტეტას გუნდმა ტემპს ვერ გაუძლო, ასტონ ვილასთან წააგო (0:2) და საბოლოოდ ჩემპიონობას 2 ქულით ჩამორჩა.
ეტიჰადის წყევლა: 11 წელი მოგების გარეშე
არსენალისთვის მანჩესტერული სტადიონი ბოლო ათწლეულის ყველაზე უიღბლო ადგილია. „მეთოფეებმა“ იქ ბოლოს 2015 წლის 18 იანვარს მოიგეს (2:0), როცა გუნდს ჯერ კიდევ არსენ ვენგერი წვრთნიდა, გოლები კი კასორლამ და ჟირუმ გაიტანეს.
მას შემდეგ არსენალის ყოველი ვიზიტი სიტისთან კოშმარია:
8 მარცხი და 3 ფრე
2020-2023 წლებში ზედიზედ 4 წაგება საერთო ანგარიშით - 0:10.
პეპ გვარდიოლასთან წაგებების სერია მხოლოდ ბოლო ორ შეხვედრაში შეწყდა (0:0 და 2:2).
ახლა არსენალს მხოლოდ გამარჯვება დაამშვიდებს. თუ გუნდები სეზონს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, ჩემპიონი ბურთების შეფარდებით გამოვლინდება. ამ მომენტისთვის არტეტას გუნდს მცირე უპირატესობა აქვს: +38 პეპის +35-ის წინააღმდეგ.
სავარაუდო შემადგენლობები:
მანჩესტერ სიტი: დონარუმა - ნუნეში, ხუსანოვი, გეჰი, ო'რაილი - როდრი, ბერნარდუ სილვა, შერკი - სემენიო, ჰალანდი, დოკუ
არსენალი: რაია - ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპიე - რაისი, სუბიმენდი, ეზე - საკა, გიოკერეში, ტროსარი.
ამ სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ: პრემიერ ლიგაში ლონდონში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ლიგის თასის ფინალში კი, დაახლოებით ერთი თვის წინ, სიტიმ 2:0 მოიგო.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები