უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს არსენალი და პსჟ დაუპირისპირდებიან და ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.
ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ლონდონში, ემირეითს სტედიუმზე გაიმართება.
საინტერესოა, რომ გუნდები ამ სეზონში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. ლიგის ფაზის მე-2 ტურში არტეტას შეგირდებმა საკუთარ მოედანზე პარიზელები 2-0 კაი ჰავერცისა და ბუკაიო საკას გოლებით დაამარცხეს.
საბოლოოდ არსენალმა ლიგის ფაზა მე-3 ადგილზე დაასრულა და პირდაპირ 1/8 ფინალში მოხვდა, პსჟ კი მე-15 ადგილზე გავიდა და პლეი-ინის თამაში დაჭირდა.
1/8 ფინალში მოსახვედრად ლუის ენრიკეს გუნდმა ორი მატჩის ჯამში ბრესტი 10-0 გაანადგურა. მომდევნო ეტაპზე პარიზელებმა ორმატჩიან დუელში ლივერპულს სძლიეს ენფილდზე გამართულ პენალტების სერიაში.
1/4 ფინალში კი პარი სენ-ჟერმენის მეტოქე ასტონ ვილა იყო, რომელთანაც ორი შეხვედრის ჯამში 5-4 იმარჯვეს და საუკეთესო 4 გუნდში მოხვდნენ.
რაც შეეხება არსენალს, ლონდონელებმა 1/8 ფინალში პსვ გაანადგურეს ორი თამაშის ჯამში 9-3, მომდევნო ეტაპზე კი რეალს აჯობეს 5-1 და 1/2 ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე პსჟ იქნება.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პარიზელთა მხრიდან გამორჩეული უსმან დემბელეა, რომლის ანგარიშზეც 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, არსენალიდან კისაუკეთესო ბუკაიო საკაა 5 გოლითა და 2 ასისტით.
ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 2 გოლი (ბრესტი, ასტონ ვილა) და 1 საგოლე პასია (ბრესტი).
"პსჟ-ში თავი დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ
სავარაუდო შემადგენლობები [uefa.com]
არსენალი - რაია; ტიმბერი, სალიბა, კივიორი, ლუის-სკელი; ოდეგორი, რაისი, მერინო; საკა, ტროსარი, მარტინელი
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია
მატჩის მთავარი არბიტრი სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში იმსაჯა, მათ შორის არსენალისა და პარი სენ-ჟერმენის პირველ დაპირისპირებაში.
არსენალი 2-0 პსჟ (2 ყვითელი ბარათი)
ბარსელონა 4-1 ბაიერნი (2 ყვითელი ბარათი)
რეალი 1-3 მილანი (6 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ლევერკუზენი 1-0 ინტერი (3 ყვითელი ბარათი)
მონაკო 1-0 ასტონ ვილა (4 ყვითელი ბარათი)
ლილი 6-1 ფეიენოორდი (4 ყვითელი ბარათი)
პსვ 3-1 იუვენტუსი (4 ყვითელი ბარათი)
ლევერკუზენი 0-2 ბაიერნი (7 ყვითელი ბარათი)
ინტერი 2-2 ბაიერნი (4 ყვითელი ბარათი)
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგის BLITZ გურუ - არსენალი VS პსჟ