უეფამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებზე მსაჯები დანიშნა.
ხვალ, 29 აპრილს, არსენალი - პსჟს დაპირისპირებას სლოვენიელი არბიტრი სლავკო ვინჩიჩი განსჯის, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 9 მატჩზე იმუშავა - მისი უკანასკნელი შეხვედრა ინტერი 2:2 ბაიერნი იყო.
საინტერესოა, რომ ვინჩიჩმა არსენალი - პსჟ-ს დაპირისპირება ამ სეზონში ერთხელ უკვე განსაჯა, როცა 1 ოქტომბერს საერთო ფაზის მატჩი ლონდონელებმა 2:0 მოიგეს.
რაც შეეხება ბარსელონა - ინტერის დაპირისპირებას, ამ შეხვედრაზე ფრანგი კლემან ტურპენი იმუშავებს. ამ სეზონში ტურპენმა ჩმეპიონთა ლიგის 6 მატჩი განსაჯა, საიდანაც უკანასკნელი 1/8 ფინალში რეალისა და ატლეტიკოს (2:1) მატჩი იყო.