ჰაიდენჰაიმის ოფიციალურმა გვერდმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
"ბუდუ დაბრუნებისთვის მუშაობს" - წერია გვერდის პოსტში, რომელსაც თან ქართველის ვარჯიშის ფოტოები ახლავს.
ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ბოლოს 29 მარტს ვოლფსბურგის წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ კი ტრავმის გამო თავის გუნდს ვერ ეხმარებოდა.
ჰაიდენჰაიმს მომდევნო მატჩი 2 მაისს ბოხუმის წინააღმდეგ ელის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბუდუს გუნდი 25 ქულით მე-16 ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 5 ქულით ჩამორჩება.
