ხვიჩა კვარაცხელიამ პარი-სენ ჟერმენის ტელევიზიასთან (PSG TV) ისაუბრა.
"პარიზი, როგორც ყველას მოეხსენება, ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ქალაქსა და კლუბში მომიწია მოხვედრა.
ფანებისგანაც ძალიან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი პირველივე წუთებიდან, როცა მოედანზე გავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და უფრო დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი თავი, რადგან ეს კლუბი ისე გექცევა, უკვე ხვდები, რომ დიდი ფეხბურთელი ხარ.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ასეთი ლამაზი გოლის გატანა (ასტონ ვილასთან).
პსჟ-ს ისეთი შემტევები ჰყავს, დღესდღეისობით მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდია. ჩემპიონთა ლიგის მოგება, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან სურს, მაგრამ ძალიან რთულია. აქამდე მოსვლაც რთული იყო ყველა გუნდისთვის იმიტომ, რომ ალბათ სახელიც გვეუბნება ყველაფერს - ჩემპიონთა ლიგა ჰქვია, ჩემპიონები თამაშობენ ამ ტურნირზე.
მთავარია, რომ შენი ოცნებებისკენ სწრაფვა გააგრძელო და არასდროს არ გაჩერდე, დანარჩენი უკვე დროის საკითხია." - თქვა კვარაცხელიამ კლუბის არხთან.