VIDEO: გოგლიჩიძის საგოლე პასი ფიორენტინასთან - ემპოლიმ წააგო და გასავარდნ ზონაში რჩება
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში ფიორენტინამ სტადიო არტემიო ფრანკიზე ემპოლი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა გოგლიჩიძე, რომელიც 89-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და იასინ ადლისა და როლანდო მანდრაგორას გოლებით 2-0 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ემპოლიმ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. 57-ე წუთზე საბა გოგლიჩიძის კარგი თამაშისა და საჯარიმოში პასის შემდეგ გოლი ჯაკოპო ფაცინიმ გაიტანა.
საბოლოოდ მატჩი 2-1 დასრულდა და 3 ქულა ფიორენტინას დარჩა.
ფლორენციელებს 59 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა.
ემპოლი კი 25 ქულით მე-19 პოზიციაზე რჩება და გასავარდნ ზონაშია, უსაფრთხო ზონასთან ჩამორჩენა ამ შემთხვევაშიც 1 ქულაა.
საბა გოგლიჩიძემ Sofascore-სგან 7.1 შეფასება დაიმსახურა და თავის გუნდში გოლის ავტორის შემდეგ საუკეთესო იყო.