იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში ნაპოლიმ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ტორინო მიიღო.
ინტერის რომასთან მარცხის შემდეგ კონტეს გუნდს გამარჯვების შემთხვევაში შანსი ჰქონდა სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერებულიყო და ასეც მოხდა.
VIDEO: ინტერის ზედიზედ მე-3 მარცხი და შანსი ნაპოლის - მილანური გუნდი ბარსას საშინელ ფორმაში ხვდება
ნაპოლიმ მეტოქე 2-0 დაამარცხა. მე-7 და 41-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი სკოტ მაკტომინეიმ შეასრულა.
შოტლანდიელ ნახევარმცველს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 11 გოლი დაუგროვდა და თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს 1 გოლით ჩამორჩება.
პარტენოპეიმ ამ მოგებით 74 ქულა დააგროვა და ინტერს 3 ქულით უსწრებს. სერია ა-ს დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.
7' მაკტომინეი 1-0
41' მაკტომინეი 2-0