Opta-ს მიაჩნია, რომ 2024/25 სეზონის სერია ა-ს გამარჯვებული ნაპოლი გახდება.
მას შემდეგ, რაც 34 ტურში ინტერი რომასთან (0:1) დამარცხდა, ნაპოლიმ კი ტორინოს (2:0) მოუგო, ნეაპოლიტანური კლუბი სუფთა პირველ ადგილზე გავიდა და მილანურ კლუბს 3 ქულით უსწრებს.
Opta-ს მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან ნაპოლის მიერ სკუდეტოს მოგების პროცენტული ალბათობა 81.3-ს შეადგენს.
ინტერის ჩემპიონობა კი 18.7% ალბათობით ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ 34-ე ტურის დაწყების წინ, სწორედ ნერაძური ითვლებოდა ტიტულის მოგების ფავორიტად - 55.8%.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მიერ ტიტულის მოგების შემთხვევაში, ჩემპიონის მედალს ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს, რადგან იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში 10-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.