რომა სერია ა-ში 4 თვეზე მეტია არ მარცხდება.
კლაუდიო რანიერის გუნდმა 34-ე ტურში ინტერი სტუმრად 1:0 დაამარცხა.
უკანასკნელ 18 ტურში რომაულმა კლუბმა 13 გამარჯვება მოიპოვა და 5-ჯერ ფრე ითამაშა. უკანასკნელი მარცხი რომამ 2024 წლის 15 დეკემბერს, კომოსთან განიცადა (0:2).
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რომა ცხრილში მე-5 ადგილს 60 ქულით იკავებს, შემდეგ ტურში გუნდი ფიორენტინას დაუპირისპირდება.