მონტენეგროში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდური ასპარეზობა იმართება, საქართველოს ნაკრები კი ფინალში გავიდა.
1/8 ფინალში ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანი 4-0 დაამარცხა. გამარჯვება სოფიო სომხიშვილმა (+70), გურამ თუშიშვილმა (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოიპოვეს.
1/4 ფინალში ქართველებმა ავსტრიას აჯობეს 4-1 და 1/2 ფინალში გავიდნენ. ავსტრიელებთან თავიანთი შეხვედრები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ (-70 კგ) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიგეს.
1/2 ფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას მოუგო 4-0. თავი ლიპარტელიანმა, მიხეილ ბახბახაშვილმა (-73 კგ), ჭანტურიამ და მაისურაძემ გამოიჩინეს.
ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე იტალია იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში IJF-ის ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსებს 4-1 აჯობა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველომ 2 ოქრო (გიორგი სარდალაშვილი, ილია სულამანიძე) და 2 ვერცხლი (ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი) მოიპოვა.