არსენალის სატრანსფერო გეგმებში მოულოდნელი ცვლილებებია.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ხვიჩა კვარაცხელია სახელდებოდა, ბოლო ცნობებით, მიკელ არტეტას ფავორიტად ენტონი გორდონი მიიჩნევა. მეთოფეებს ამ ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი - მიუნხენის ბაიერნი გამოუჩნდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებისა და ნიუკასლის შემტევმა გერმანულ გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მიუხედავად ამისა, გარიგება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან კლუბები ფასზე არ შეთანხმებულან. ნიუკასლი საკუთარ ვარსკვლავს 75 მილიონად აფასებს, ბაიერნი კი ამ ეტაპზე მხოლოდ 60 მილიონის გადახდისთვისაა მზად.
არსენალის გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გორდონზე ნადირობის ნაცვლად, კლუბმა აქცენტი ისევ კვარაცხელიაზე უნდა გააკეთოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გაბრიელ მარტინელისა და ლეანდრო ტროსარდის მომავალი კლუბში გაურკვეველია.
გორდონის ბაიერნთან შეთანხმება შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა კლუბებისთვის, მათ შორის არსენალისთვის, სიგნალი აღმოჩნდეს, რომ ტრანსფერებზე უფრო აქტიურად იმუშაონ.