პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის ალტერნატიული ანალიზი აჩვენებს, რომ VAR-ის შეცდომების გარეშე საჩემპიონო რბოლაში ლიდერი შეიცვლებოდა.
ამ ეტაპზე პირველ ადგილზე მანჩესტერ სიტი გადაინაცვლებდა, რომელიც არსენალს ბურთების უკეთესი სხვაობით გადაუსწრებდა - ორივე გუნდს 77 ქულა ექნებოდა. არსენალი ამ სეზონში ტექნოლოგიური შეცდომებისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული გუნდია, თუმცა მათ მიერ მიღებულმა სასარგებლო გადაწყვეტილებებმა რეალურ ცხრილში 2 ზედმეტი ქულა შესძინათ.
რაც შეეხება სხვა გუნდებს, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული კვლავ მესამე და მეოთხე პოზიციებზე დარჩებოდნენ. საინტერესოა, რომ იუნაიტედის წინააღმდეგ ამ სეზონში ყველაზე მეტი - 9 შეცდომა დაფიქსირდა, თუმცა მაიკლ კერიკის გუნდმა მესამე ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო. ლივერპულის შემთხვევაშიც გულშემატკივრები 8 უსამართლო გადაწყვეტილებას აღნიშნავენ, მაგრამ ეს მათ პოზიციას ცხრილში არ ცვლის.
ცხრილის ქვედა ნაწილში VAR-ის შეცდომების არარსებობა ყველაზე მეტად სანდერლენდს წაადგებოდა, რომელიც 2 ადგილით დაწინაურდებოდა და მე-10 პოზიციას დაიკავებდა. საპირისპიროდ, ბორნმუთი და ბრენტფორდი ყველაზე მეტად დაზარალდებოდნენ - ისინი ცხრილში პოზიციებს დაკარგავდნენ, რადგან რეალურად VAR-ის რამდენიმე შეცდომამ მათ მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.
გასავარდნ ზონაში ვითარება უცვლელი რჩება: ვულვერჰემპტონი, ბარნლი და ვესტ ჰემი ტექნოლოგიური ჩარევის გარეშეც ბოლო სამეულში იქნებოდნენ. რობერტო დე ძერბის ტოტენჰემი კი კვლავ მე-17 ადგილზე დარჩებოდა და მხოლოდ 2 დამატებითი ქულა ექნებოდა, რაც მათ რეალურ კრიზისს ვერ შეცვლიდა.