ლიდს იუნაიტედს კიდევ ერთხელ შეახსენეს იმ ხელიდან გაშვებული სატრანსფერო შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.
სანამ ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ში ბრწყინავს, მის ნაცვლად შეძენილი ფეხბურთელი ელან როუდზე არასტაბილურ სეზონს ატარებს.
კვარაცხელიამ ბაიერნის წინააღმდეგ გამართულ ორივე ჩემპიონთა ლიგურ ნახევარფინალში გამოიჩინა თავი და 2026 წლის ოქროს ბურთის მოპოვების შანსები კიდევ უფრო გაზარდა.
აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, ხვიჩამ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ მხოლოდ ცხრა მატჩში 10 საგოლე მოქმედება დააგროვა და გუშინაც, ლანსთან გამართულ საჩემპიონო დაპირსპირებაში სწორედ მან გაიტანა.
VIDEO: კვარაცხელიას გოლი ლანსთან საჩემპიონო მატჩში
2021 წელს ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად განვითარებულიყო. მარსელო ბიელსას ლიდსის მთავარი მწვრთნელობისას კვარაცხელიას კანდიდატურა პრიორიტეტულ სამიზნედ ჰქონდა მონიშნული და კლუბმა მის აგენტთან წინასწარი მოლაპარაკებებიც კი გამართა. ყაზანის რუბინში მოასპარეზე 20 წლის ფეხბურთელმა თავად დაადასტურა მაშინ ეს ფაქტი, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.
კვარაცხელიას სანაცვლოდ მაშინდელი მოთხოვნილი 20 მილიონი ფუნტის ნაცვლად, ლიდსმა არჩევანი მანჩესტერ იუნაიტედიდან დანიელ ჯეიმსის 25 მილიონად შეძენაზე შეაჩერა, რომელსაც პრემიერ ლიგის გამოცდილება უკვე ჰქონდა. მას შემდეგ ჯეიმსმა ლიდსის მაისურით 140 მატჩი ჩაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონში ტრავმებისა და დანიელ ფარკეს ახალი ტაქტიკური სისტემის გამო, მას საგოლე მოქმედება ჯერ არ ჰქონია და ზაფხულში მისი მომავალი კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.