• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
"ამაზე ფიქრიც კი მზარავს" - მერფი მოსკერასა და კვარას დაპირისპირებაზე
ფეხბურთიფეხბურთი

"ამაზე ფიქრიც კი მზარავს" - მერფი მოსკერასა და კვარას დაპირისპირებაზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პსჟ-ს წინააღმდეგ გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე არსენალი შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ დაცვის ხაზში სერიოზული ცვლილებები განახორციელოს.


ბენ უაითისა და იურიენ ტიმბერის ტრავმებმა გაურკვევლობა შექმნა იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებს მეთოფეების მარჯვენა მცველის პოზიციას. ამ ვითარებამ გაზარდა ვარაუდები, რომ კლუბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს ეს პასუხისმგებლობა შესაძლოა კრისტიან მოსკერას დაეკისროს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკერა ბუნებით ცენტრალური მცველია, მას მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია და ახლა მიკელ არტეტას ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად განიხილება.

არსენალის გულშემატკივრების დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობის გამო შეშფოთებულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ პარიზულ გრანდს ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თავდასხმის ხაზი ჰყავს. მოედანზე გასვლის შემთხვევაში, მოსკერას პირისპირ შეხვედრა მოუწევს ხვიჩა კვარაცხელიასთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.


ქართველი ვინგერი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან შემტევად ჩამოყალიბდა და ფინალში ის აუცილებლად გადამწყვეტ როლს ითამაშებს, ვინაიდან მისმა სისწრაფემ, ინტელექტმა და ტექნიკურმა თვისებებმა მთელი ტურნირის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა მცველებს. დაცვაში მეტი სტაბილურობის მისაღწევად განიხილებოდა დეკლან რაისის მარჯვენა მცველად გადაწევის ვარიანტიც, თუმცა მოსკერა ამ პოზიციისთვის უფრო ბუნებრივ კანდიდატად მიიჩნევა, მიუხედავად ევროპულ არენაზე მისი მცირე გამოცდილებისა.

ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ აღიარა, რომ მას აწუხებს მოსკერასა და კვარაცხელიას შესაძლო დუელი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მცველს აქვს თვისებები, რაც მას ბრძოლაში დაეხმარება. მერფის თქმით, ამ დაპირისპირებაზე ფიქრიც კი შემზარავია, თუმცა მოსკერა კარგი, სწრაფი მცველია და შეუძლია თავის პოზიციაზე დადგეს, რათა ქართველ ვარსკვლავთან პირისპირ ბრძოლა გამართოს.


ყოფილმა ფეხბურთელმა დაამატა, რომ ეს არ იქნება სამყაროს დასასრული, თუმცა არც იდეალური სცენარია, რადგან კვარაცხელია ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია. მას აქვს საოცარი ფიზიკური მონაცემები, ძალა და ბრწყინვალე საფეხბურთო ინტელექტი, ზუსტად იცის, როდის ითამაშოს სწრაფად, როდის შეინარჩუნოს ბურთი და მარტივად შეუძლია ოპონენტების ჩამოტოვება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
არტეტა
ბენ უაითი
ჩემპიონთა ლიგა
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ მოიპარა დემბელემ ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ მოიპარა დემბელემ ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "იგი შესაძლოა სეზონის ბოლომდე დაბრუნდეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "იგი შესაძლოა სეზონის ბოლომდე დაბრუნდეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ ვალვერდეთი დაინტერესდა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ ვალვერდეთი დაინტერესდა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

როგორ მოიპარა დემბელემ ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო

News image

2 სთ წინ

არტეტა: "იგი შესაძლოა სეზონის ბოლომდე დაბრუნდეს"

News image

2 სთ წინ

ევროპული ფინიში - სად გრძელდება ბრძოლა ჩემპიონობისთვის?

News image

2 სთ წინ

პსჟ ვალვერდეთი დაინტერესდა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება