მიკელ არტეტას განცხადებით, არსებობს შანსი, რომ იურიენ ტიმბერი მოედანს სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდეს.
ტიმბერი კოჭის ტრავმის გამო უკვე ერთი თვეა ჩამოშრებულია გუნდს, თუმცა არსენალის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელი აღდგენით პროცესში პროგრესს აჩვენებს. მწვრთნელის თქმით, ბოლო დღეებში მოთამაშემ ნამდვილად წაიწია წინ და კლუბი ყველაფერს გააკეთებს მის დასაბრუნებლად, რადგან ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
როდესაც არტეტას ჰკითხეს, რამდენად რეალურია მისი მიმდინარე სეზონში თამაში, მან უპასუხა, რომ შანსი არსებობს, თუმცა ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის თქმა რთულია.
ტიმბერის დაბრუნება ლონდონური კლუბისთვის შესანიშნავი იქნებოდა, რადგან გუნდის მეორე მარჯვენა მცველი, ბენ უაითი, მუხლის მძიმე ტრავმის გამო ვეღარ თამაშობს. არტეტამ უაითის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გრძელვადიანი დაზიანებაა და ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ ზუსტად რამდენ კვირაში შეძლებს იგი ვარჯიშის განახლებას.
ამავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რიკარდო კალაფიორის თამაშიც ორშაბათს ბარნლის წინააღმდეგ, რადგან მან ვესტ ჰემთან მატჩში დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მწვრთნელმა განმარტა, რომ ჯერ კიდევ უცნობია მისი მდგომარეობა, თუმცა წინ რამდენიმე დღეა და კლუბში იმედოვნებენ, რომ სერიოზული არაფერია.