• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართული გოლი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართული გოლი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

1981 წლის 13 მაისის ლეგენდარული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა. ვიტალი დარასელიას გამარჯვების მომტანი გოლი კი დღემდე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი სიმბოლოა. დღევანდელ ბლოგში ქართული ფეხბურთის ისტორიაში 10 გამორჩეულ გოლზე მოგიყვებით.


10. სლავა მეტრეველი v იუგოსლავია. 1960.


შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ პირველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი ქართველმა გაიტანა - ევრო 1960-ის ფინალში იუგოსლავიასთან ანგარიში სლავა მეტრეველმა გაათანაბრა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამარჯვების გოლი ვიქტორ პონიდელნიკს კიდევ ერთმა ქართველმა, მიხეილ მესხმა გაატანინა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა იუგოსლავია 2:1 დაამარცხა და პირველი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


სლავა მეტრეველი იტანს გოლს იუგოსლავიის კარში. 


9. ჯაბა კანკავა v გერმანია. 2015.


მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ კახაბერ ცხადაძის ნაკრებმა, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რომ არა მანუელ ნოიერის საოცარი პერფორმანსი, შესაძლოა დღეს ამ მატჩზე სხვა კონტექსტში გვესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მანუ იმ საღამოს ყოვლისშემძლე იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტნის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. 



8. ლევან კობიაშვილი v ხორვატია. 2011.


“ შეცდომის დაშვების დრო ნამდვილად არ არი, ზუსტი პასია საჭირო, კალაძე მარცხენა ფლანგზე. თვითონ დაიძრა კალაძე. კანკავა. ჩაწოდება საჯარიმოში, შეიძლება სიტუაციის გამწვავება…საჯარიმოშია მარცვალაძე, პასი უკან. დარტყმა. გოლ. გოლ. გოლ. საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. 1:0. 1:0. გოლ. ხორვატებს გავუტანეთ ბოლო წუთზე…” - სიტყვები, რომელთა გაგონებისასაც, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს გული სხვანაირად უცემს.  კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე ხორვატიის კარში გატანილი გამარჯვების გოლი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 



7. ხვიჩა კვარაცხელია v ინტერი. 2025.


ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუტანია. ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენმა 2024/25 წლების სეზონის ფინალში მილანის ინტერი 5:0 გაანადგურა - ანგარიში ოთხბურთიანი ქართველმა გარემარბმა გახადა. 30 მაისს ხვიჩა შეეცდება უნიკალური შედეგი დააფიქსიროს და გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც ზედიზედ ორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ექნება გატანილი. 



6. ალექსანდრე ჩივაძე v ვესტ ჰემი. 1981.


“ ლონდონში ჩასულებს, ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის ელჩი შეგხვდა და გვთხოვა დიდი ანგარიშით არ წაგვეგო” - იხსენებს ვლადიმერ გუცაევი ვესტ ჰემთან, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს. დინამოელებმა ჩაქუჩები ბოლეინ გრაუნდზე 1:4 გაანადგურეს - ანგარიში 24-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გახსნა. ლონდონელების მიერ თბილისელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ჩივაძემ ჩაჭრა და დინამოს კონტრ-იერიში წამოიწყო - თანაგუნდელებთან გათამაშებული ბურთი მოედნის ცენტრიდან წაიღო და ფილ პარკესს 25 მეტრიდან აუღებლად დაურტყა. 



5. შოთა არველაძე v ლინფილდი. 1993. 


1993 წელს დინამო თბილისმა პირველად იასპარეზა ევროტურნირებზე საქართველოს დროშის ქვეშ. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვარსკვლავური დინამოს მეტოქე ჩრდილო-ირლანდიური ლინფილდი იყო. დინამოზე გამართულ მატჩში თბილისელებმა შოთა არველაძის და გელა ინანიშვილის გოლებით 2:1 იმარჯვეს. განმეორებითი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სამწუხაროდ, სამსაჯო სკანდალის გამო დინამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა.



4. ნიკა კვეკვესკირი v საბერძნეთი. 2024. 


2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული ავადსახსენებელი ფინალის ერთადერთი ნათელი წერტილი ნიკა კვეკვესკირი იყო. ოთხი წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გატანის შესაძლებლობა სწორედ მას მიეცა. კვეკვესკირის ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა თბილისში არნახულ დღესასწაულს დაუდო სათავე.



3. რამაზ შენგელია v ლივერპული. 1979.


1977 წელს ლივერპული გახდა  მეორე ინგლისური გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. ერთი წლის შემდეგ, 1978 წელს მერსისაიდელებმა ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა. 1979 წელს, ევროპის უმაღლეს ტურნირზე პირველად გასულ თბილისის დინამოს, პირველივე ეტაპზე ინგლისის ჩემპიონებთან მოუწია თამაში - ლივერპულში გამართული დაპირისპირება მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს. 


დინამო თბილისი - ლივერპული. თბილისი. 1979.


განმეორებითი მატჩი 3 ოქტომბერს თბილისში, დინამოს სტადიონზე გაიმართა- შეხვედრას 110 000 მაყურებელი ესწრებოდა. დინამომ ლივერპული გაანადგურა - 3:0. 



2. ხვიჩა კვარაცხელია v პორტუგალია. 


სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის უიღბლოდ დაიწყო - თურქეთთან დასანანი მარცხის შემდეგ, ჯვაროსნებმა ჩეხეთის ნაკრების დამარცხების შანსი მატჩის ბოლო წამებზე გაუშვეს.



 ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს - კვარაცხელიამ ანგარიში მატჩის მე-2 წუთზე გახსნა. მატჩის მეორე ნახევარში გიორგი მიქაუტაძემ საგოლე გადაცემას ზუსტი თერთმეტმეტრიანიც მიუმატა - 2:0. 



1. ვიტალი დარასელია v კარლ ცაისი. 1981.


კასტორიის, ვოთერფორდის, ვესტ ჰემ იუნაიტედისა და როტერდამის ფეინოორდის დამარცხების შემდეგ, თბილისის დინამო 1980/81 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა. ისტორიული შედეგის მისაღწევად, თბილისელებს ფინალში იენას კარლ ცაისი უნდა დაემარცხებინათ. 



დიუსელდორფში გამართული ფინალი ქართველებისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა  - 63-ე წუთზე ანგარიში გერალდ კოპემ გახსნა. თბილისელებმა გერმანელებს ოთხ წუთში უპასუხეს - რამაზ შენგელიას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, კარლ ცაისის კარი ვლადიმერ გუცაევმა აიღო. ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, ისტორიული გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ვიტალი დარასელია გახდა. 


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

დინამო თბილისი
საქართველოს ეროვნული ნაკრები
კანკავა
კობიაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარას ბრწყინვალე ფორმა - პსჟ ჩემპიონია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას ბრწყინვალე ფორმა - პსჟ ჩემპიონია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ტიტული მოიგო ხვიჩამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ტიტული მოიგო ხვიჩამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამაზე ფიქრიც კი მზარავს" - მერფი მოსკერასა და კვარას დაპირისპირებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამაზე ფიქრიც კი მზარავს" - მერფი მოსკერასა და კვარას დაპირისპირებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიდსის ხელიდან გაშვებული შანსი - კვარას აღზევება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიდსის ხელიდან გაშვებული შანსი - კვარას აღზევება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

კვარას ბრწყინვალე ფორმა - პსჟ ჩემპიონია

News image

15 სთ წინ

მერამდენე ტიტული მოიგო ხვიჩამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

News image

7 სთ წინ

"ამაზე ფიქრიც კი მზარავს" - მერფი მოსკერასა და კვარას დაპირისპირებაზე

News image

6 სთ წინ

ლიდსის ხელიდან გაშვებული შანსი - კვარას აღზევება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება