ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-სთან ერთად, საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პარიზელებმა ოქროს მედალი 1 ტურით ადრე გაინაღდეს.
ქართველმა ვარსკვლავმა კარიერაში მე-10 ტიტული მოიპოვა, სრული ჩამონათვალი ასეთია:
1. 2018-19 - რუსეთის თასი - ლოკომოტივ მოსკოვი;
2. 2022-23 - იტალიის სერია A - ნაპოლი;
3. 2024-25 - იტალიის სერია A - ნაპოლი;
4. 2024-25 - საფრანგეთის ლიგა 1 - პსჟ;
5. 2024-25 - საფრანგეთის თასი - პსჟ;
6. 2024-25 - ჩემპიონთა ლიგა - პსჟ;
7. 2024-25 - საფრანგეთის სუპერ თასი - პსჟ;
8. 2025 - უეფა-ს სუპერ თასი - პსჟ;
9. 2025 - ფიფა-ს საკონინენტთაშორისო თასი - პსჟ;
10. 2025-25 - საფრანგეთის ლიგა 1 - პსჟ.
როგორც ხედავთ, კვარამ უშუალოდ პსჟ-ს რიგებში მე-7 ტიტული მოიგო, 2 ჩემპიონობა ნაპოლისთან ერთად აქვს მოპოვებული, ხოლო ერთი ოქროს მედალს ლოკომოტივ მოსკოვთან ერთად დაეუფლა.
არის შანსი, ამ მონაგარს მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ტიტული დაემატოს - 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის არსენალს ხვდება.
კვარას საჩემპიონო გოლი - პსჟ ზედიზედ მეხუთედ გაჩემპიონდა