თოკომ 20:49 წუთი ითამაშა - 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი. 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანის ჩაგდება 2-ჯერ სცადა, ხოლო საჯარიმო ერთხელ შეასრულა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 11 შეადგინა.
31 ტურის შედეგად, ბარსას 22 მოგება აქვს, ერთი პოზიციით დაწინაურდა (ვალენსიას გადაასწრო) და ახლა მე-3 ადგილზეა - მეორეადგილოსან მურსიასაც 22 მოგება აქვს, ოღონდ, ამ ტურის მატჩს დღეს, მათე ხატიაშვილის ბასკონიასთან ჩაატარებს.
17 მაისს ლიგა ენდესაში ვეტერან ქართველთა ჯახია - გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე თოკოს ბარსელონას მიიღებს.