VIDEO: პირველი უცხოური ტიტული - მექვაბიშვილი რუმინეთის თასის გამარჯვებულია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანრი მექვაბიშვილმა უცხოურ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ქართველი შუახაზელის უნივერსიტატეა კრაიოვამ, რუმინეთის თასის ფინალში, უნივერსიტატეა კლუჟს პენალტების სერიით აჯობა - ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.
მექვაბიშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო - ერთხელ მეტოქის კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, ბოლოს კი პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა და თერთმეტმეტრიანი შედეგიანად შეასრულა.
კრაიოვამ რუმინეთის თასი ისტორიაში მერვედ მოიგო - 2021 წლის შემდეგ პირველად. გუნდი ტიტულისთვის იბრძვის ქვეყნის ჩემპიონატშიც, რომელშიც 1-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ბოლო ორ ტურში სწორედ უნივერსიტატეა კლუჟზე ნაკლები ქულა არ უნდა აიღოს, რათა ჩემპიონობა იზეიმოს.
მექვაბას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 49 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 12 საგოლე მოქმედება შეასრულა - 3 გოლი, 9 ასისტი.