შესაძლოა, ახლა ფეხბურთში ვინგერების რენესანსის ხანაა, რადგან ამ პოზიციაზე ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშე ასპარეზობს.
ამ სიის სათავეშია პსჟ-ს ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ლიგა 1-ის გიგანტები ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან, ამ საღამოს კი მათ შიდა ჩემპიონატის ტიტულიც მოიგეს.
მათ ეს თასი ჯერ კიდევ პირველი ტაიმისთვის ჰქონდათ განაღდებული კვარაცხელიას წყალობით, რომელმაც ანგარიში გახსნა და დაგვანახა, რომ კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია.
VIDEO: კვარაცხელიას გოლი ლანსთან საჩემპიონო მატჩში
აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, ხვიჩამ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ მხოლოდ ცხრა მატჩში 10 საგოლე მოქმედება დააგროვა.
ამ შეტევის ხაზში ქართველის გვერდით უსმან დემბელეს ყოფნა, თვის ბოლოს არსენალისთვის ძალიან რთული გამოცდა იქნება.