ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში ზედიზედ მეორე ლიგა 1-ის ტიტული მოიპოვა და ამ მიღწევით ლიონელ მესის შედეგი გაიმეორა.
მას შემდეგ, რაც პარიზელებმ“ ოთხშაბათს ლანსი დაამარცხეს (სადაც პირველი გოლი სწორედ ხვიჩამ გაიტანა), გუნდმა ჩემპიონობა ზედიზედ მეხუთედ გაინაღდა.
VIDEO: კვარაცხელიას გოლი ლანსთან საჩემპიონო მატჩში
ანალიტიკოსები აქტიურად ადარებენ კვარაცხელიასა და მესის პარიზულ კარიერას. სტატისტიკურად, მესის მაჩვენებლები უფრო შთამბეჭდავია: არგენტინელმა 58 მატჩში 22 გოლი და 31 ასისტი მიითვალა, მაშინ როცა ხვიჩამ 18 თვეში 41 შეხვედრაში 12 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მესის გოლების საშუალო მაჩვენებელი მატჩში 0.38-ია, ქართველის კი 0.29.
მიუხედავად ციფრებში სხვაობისა, ბევრი მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს ამჟამინდელი გუნდი უფრო დაბალანსებულია, ვიდრე მესი-მბაპე-ნეიმარის ეპოქის შემადგენლობა. კვარაცხელიას პარიზული რეპუტაცია განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუ პარიზელები წელსაც შეძლებენ ევროპული ტიტულის დაცვას, ხვიჩას ავტორიტეტი მესის პარიზულ მემკვიდრეობას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.