არსენალმა დახმარებისთვის აუტების სპეციალისტს, თომას გრონემარკს მიმართა.
The Times-ის ინფორმაციით, „მეთოფეები“ სტანდარტული მდგომარეობების გამოყენების გაუმჯობესებასა და მცირე დეტალებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას გეგმავენ, რათა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დამატებითი უპირატესობა მიიღონ.
50 წლის გრონემარკი არსენალში მრჩევლის როლში მუშაობს. ის გუნდის საწვრთნელ ბაზას რეგულარულად სტუმრობს და ფეხბურთელებს საკუთარ ცოდნასა და მეთოდებს უზიარებს.
ყოფილმა დანიელმა ფეხბურთელმა და მძლეოსანმა 2010 წელს ყველაზე შორს გასროლილი აუტის მსოფლიო რეკორდი დაამყარა — 51.33 მეტრი. მოგვიანებით მან შეიმუშავა კომპლექსური მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც გუნდები სწავლობენ აუტების გამოყენებას არამხოლოდ შორეული ჩაწოდებისთვის, არამედ ბურთის შენარჩუნებისა და შეტევის დაწყებისთვისაც.
გრონემარკი კონსულტაციას უწევდა ბრენტფორდს, დორტმუნდის ბორუსიას, აიაქსს, მიდტიულანდს, უნიონს და იაპონურ ჯეფ იუნაიტედს. 2018 წელს კი იურგენ კლოპმა იგი ლივერპულის სამწვრთნელო შტაბში მიიწვია. სპეციალისტი გუნდთან ერთად მუშაობდა საჩემპიონო 2019/20 სეზონში მერსისაიდული კლუბი 2023 წელს დატოვა.