ვან დაიკმა უარყო ინფორმაცია, თითქოს კარიერის დასრულებას გეგმავდეს.
ლივერპულისა და ნიდერლანდების ნაკრების 34 წლის მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის უახლოეს მომავალში საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს.
„ასეთი რამ არასდროს მითქვამს. ძალიან შორს წინ არ ვიყურები.
კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ, ასე რომ არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს საუბრები. მთავარია, მე და ჩემი შვილები ბედნიერები ვიყოთ — დანარჩენი თავისით დალაგდება“, — განაცხადა ვან დაიკმა.
ვან დაიკს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, კლუბმა ამ სეზონში 21 შესაძლოდან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.