ალან შირერი არ იზიარებს მანჩესტერ იუნაიტედის განზრახვას, გუნდის მწვრთნელად ოლე-გუნარ სოლსკიაერი დააბრუნოს.
„ოლეს ხელახლა დანიშვნა ძალიან უცნაურია. გავიგებდი, თუ არჩევანს ფლეტჩერზე ან კერიკზე შეაჩერებდნენ, მაგრამ გაუგებარია იმ ადამიანთან დაბრუნება, რომელიც კლუბმა ერთხელ უკვე გაათავისუფლა.
ვიცი, ოლე ამ გუნდში თამაშობდა და დროებითი მწვრთნელის როლში კარგადაც მუშაობდა, მაგრამ მერე შემთხვევით არ გაუშვიათ.
თუ დროებითი მწვრთნელი კარგად მუშაობს, საჭიროა სიფრთხილე, რომ ისევ იმავე ხაფანგში არ აღმოჩნდე. ზაფხულში ხელმისაწვდომი გახდებიან ტოპ-მწვრთნელები — შესაძლოა, თომას ტუხელი ან კარლო ანჩელოტი, იმის მიხედვით, როგორ იასპარეზებენ ინგლისი და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე.
ამ წრის გაწყვეტა შესაძლებელია ძლიერი, სახელოვანი მწვრთნელის დანიშვნით და მისთვის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობის მიცემით. შემთხვევითი არაა, რომ ამ ეტაპზე პირველ სამ კლუბს — არსენალს, მანჩესტერ სიტისა და ასტონ ვილას — ფაქტობრივად მათი მწვრთნელები მართავენ. იქ სპორტული დირექტორებიც არიან, მაგრამ ისინი ერთიანად მუშაობენ. ზუსტად ეს უნდა მოხდეს მანჩესტერ იუნაიტედშიც, თუ კლუბს სასურველ პოზიციებთან მიახლოება სურს“, — თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა The Rest is Football-ის პოდკასტში.