ერლინგ ჰალანდი ნორვეგიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ნორვეგიის საფეხბურთო ასოციაციის მიერ დაწესებული „ოქროს ბურთი“ მიიღო — ჯილდო, რომელიც წლის განმავლობაში ქვეყნის გამორჩეულ ფეხბურთელს ენიჭება.
ჰალანდი ამ პრიზის მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა. პირველად ჯილდო მას 2020 წელს გადაეცა.
ქალ ფეხბურთელებს შორის ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამე წელი და კარიერაში მეექვსედ ბარსელონას თავდამსხმელი კაროლინ გრემ ჰანსენი დასახელდა.
ნორვეგიული ოქროს ბურთი როგორც ჯილდო 2018 წელს დაარსდა. პირველ წელს ჯილდო ჰერტას მეკარემ რუნე იარსტეინმა მოიგო, 2019-ში მისი მოგება მარტინ ოდეგორმა შეძლო, 2020-დან დღემდე კი ყოველწელს პრიზის გამარჯვებული ჰალანდი ხდება.