არსენალმა ნიუკასლის ნახევარმცველის შეძენა სცადა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არსენალმა ნიუკასლს ბრაზილიელი ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტი შესთავაზა.
თუმცა, კაჭკაჭებმა აღნიშნული შეთავაზება დაუყონებლივ უარყვეს და მსგავს თანხად გიმარაეშის გაყიდვას არ განიხილავენ.
ზოგადადაც, ნიუკასლის გეგმა თავისი ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნებაა და შესაბამისად, არსენალის შემთავაზება არც კი განუხილავთ.
28 წლის ფეხბურთელი ნნიუკასლში ლიონიდან 42 მილიონ ევროდ 2022 წლის იანვარში გადავიდა.