არსენალმა პიერო ინკაპიეს სრულად გამოსყიდვის ვარიანტი ოფიციალურად გაააქტიურა, რის შედეგადაც ის 1 ივლისიდან კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.
პიერომ გასული სეზონი ლევერკუზენის ბაიერიდან იჯარით გაატარა და პრემიერ ლიგის ჩემპიონობის გზაზე არსენალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო.
24 წლის მცველმა ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი ჩაატარა და ლონდონელთა დაცვის ხაზის საკვანძო წევრად ჩამოყალიბდა.
ჩრდილოეთ ლონდონში წარმატებული პირველი სეზონის განმავლობაში ინკაპიეს დებიუტი 2025 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე, ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ სტუმრად 2:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა.
მისი პირველი და ერთადერთი გოლი თებერვალში ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ ფრედ დასრულებულ მატჩში გავიდა. იმავე თვეში მან არსენალის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.
პიერო ინკაპიე არსენალის ფეხბურთელი 2031 წლის ივნისამდე გახდა. ლევერკუზენი ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს მიიღებს.