არსენალის თავდამსხმელმა, ვიქტორ გიოკერეშმა სეზონის რთული სტარტის შემდეგ დუმილი დაარღვია.
შვედმა ფორვარდმა, რომელსაც ინგლისში ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებენ, ერთა ლიგაზე რუმინეთის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი (2:1) გაიტანა და საკუთარი კლასი ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა.
ეს გიოკერეშისთვის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე ტუნისის კარში გატანილი ბურთის შემდეგ, პირველი ოფიციალური გოლი იყო. ლონდონურ კლუბში ის ძირითადში ადგილს კაი ჰავერცთან კარგავს, რასაც ბრიტანული პრესიდან დიდი წნეხი მოჰყვა. თუმცა, შვედი ფეხბურთელი სიმშვიდეს ინარჩუნებს:
თუ ამ ყველაფერს წაიკითხავ, რა თქმა უნდა, იმოქმედებს, თუმცა მე ამას არ ვაკეთებ. თუ კარგად თამაშობ გაქებენ, თუ გოლები ვერ გაგაქვს და მოლოდინს ვერ ამართლებ, გაკრიტიკებენ. ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია.
გიოკერესმა მიკელ არტეტასთან საუბრის დეტალებიც გაამხილა. ესპანელი სპეციალისტი შემტევებისგან მაღალ პრესინგსა და ტაქტიკურ დისციპლინას ითხოვს:
ცხადია, უკეთესად უნდა ვითამაშო და ამის სურვილი ნამდვილად მაქვს. არტეტასთან კარგი დიალოგი მქონდა. ვცდილობ, მიღებული შანსი გამოვიყენო და გოლები გავიტანო. მოედანზე ყოფნა ყოველთვის გინდა, თუმცა ჯერჯერობით ბევრი სათამაშო დრო არ მქონია. თუ კონცენტრაციას შევინარჩუნებ, ჩემი დროც აუცილებლად მოვა