არსენალის ყოფილი თავდამსხმელი იან რაითი მიიჩნევს, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევისთვის მკაცრად უნდა დაისაჯოს.
„ეს არის ინდუსტრიული მასშტაბის თაღლითობა და უპრეცედენტო სასჯელია საჭირო. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა პრემიერ ლიგისთვის.
მათ მთელ ქვეყანას გამოუცხადეს გამოწვევა - ეს გრანდიოზული ამბავია.
ეს ძალიან ბინძური საქმეებია. მათთვის პრობლემა გახდება ლივერპულში ვიზიტი [მომდევნო მატჩში]. იმ დროს სწორედ ლივერპული იყო კლუბი, რომელიც მათ მოსდევდა.
შეხედეთ, რა გაიარა იურგენ კლოპმა, რათა ისინი გაეტეხა. ამან, სავარაუდოდ, თავად კლოპიც კი გატეხა.
ეს ძალიან სამწუხაროა. სავარაუდოდ, საქმე სასამართლო დავებამდე მივა", - განაცხადა რაითმა ITV-ის ეთერში.