• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფიქტიური კონტრაქტები და ხელოვნური შემოსავლები - პრემიერ ლიგის განცხადება სიტიზე
ფეხბურთიფეხბურთი

ფიქტიური კონტრაქტები და ხელოვნური შემოსავლები - პრემიერ ლიგის განცხადება სიტიზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მანჩესტერ სიტისთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.


დამოუკიდებელმა კომისიამ მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნო ყველა იმ ბრალდებაში, რომელიც 9 სეზონის განმავლობაში პრემიერ ლიგის ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევებს ეხებოდა.


ასევე დაკმაყოფილდა იმ ბრალდებების უმრავლესობა, რომლებიც ლიგის გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულების დარღვევას უკავშირდებოდა.


დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ 2009/10-დან 2017/18 წლების სეზონების ჩათვლით:


- მანჩესტერ სიტიმ რამდენიმე კომერციულ პარტნიორთან გააფორმა „ფიქტიური“ კონტრაქტები, რომლებიც მხარეებს შორის რეალურ შეთანხმებებს არ ასახავდა. კლუბი ასევე ეყრდნობოდა სხვა მსგავს „ფიქტიურ“ შეთანხმებებს, რათა ხელოვნურად გაეზარდა შემოსავლები და შეემცირებინა ხარჯები.


- კლუბმა წარადგინა არასწორი ფინანსური ანგარიშები და საკუთარი ფინანსების რეალური მდგომარეობა დაუმალა აუდიტორებსა და საფეხბურთო მარეგულირებელ ორგანოებს.


- მანჩესტერ სიტიმ მნიშვნელოვნად გადააჭარბა როგორც პრემიერ ლიგის, ისე UEFA-ს მიერ დაწესებულ ხარჯვის ლიმიტებს.


- პრემიერ ლიგის გამოძიების დროს მანჩესტერ სიტიმ არაერთხელ დაარღვია ლიგასთან თანამშრომლობისა და მაქსიმალური კეთილსინდისიერების ვალდებულება, 4 ბრალდებიდან 3 დადასტურდა.


დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნულ პერიოდში მანჩესტერ სიტიმ რამდენიმე სპონსორთან გააფორმა „ფიქტიური“ კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც შენიღბული დაფინანსების სქემის ნაწილი იყო.


ამ სქემის მიხედვით, შესაბამის კომპანიებს სპონსორობის საფასურის მხოლოდ ნაწილის გადახდა ევალებოდათ, დარჩენილ თანხას კი კლუბის მფლობელი კომპანია - Abu Dhabi United Group Investment & Development Ltd (ADUG) - აფინანსებდა.


სქემის ფარგლებში ADUG-ის დაფინანსებით სხვა „ფიქტიური“ შეთანხმებებიც გაფორმდა, რაც კლუბს საშუალებას აძლევდა, რეალურად გაწეულზე ნაკლები საოპერაციო ხარჯები აღერიცხა.


გარდა ამისა, კომპანია Fordham-თან, რომელმაც კლუბის ფეხბურთელების საიმიჯო უფლებები შეიძინა, არსებობდა „ფიქტიური“ წრიული გარიგება, რომელსაც ასევე ADUG აფინანსებდა.


კომისიამ დაადგინა, რომ ამ სქემების მიზანი კლუბის შემოსავლების ხელოვნურად გაზრდა და ხარჯების შემცირება იყო.


შესაბამის პერიოდში სხვაობამ 900 მილიონ ფუნტზე მეტი შეადგინა, რაც მანჩესტერ სიტის ფინანსურ წესებთან შესაბამისობის ილუზიის შექმნის საშუალებას აძლევდა.


კომისიის დასკვნის მიხედვით, ამის შედეგად კლუბი არასწორ ფინანსურ ანგარიშებს წარადგენდა და საკუთარი ფინანსების რეალურ მდგომარეობას აუდიტორებისა და საფეხბურთო მარეგულირებელი ორგანოებისგან მალავდა.


კომისიამ დაასკვნა:


კლუბის ქმედებებიდან აშკარად იკვეთება, რომ მისი მიზანი პრემიერ ლიგის წესებისთვის გვერდის ავლა იყო.


შედეგად, მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის მომგებიანობისა და მდგრადობის წესების, ასევე UEFA-ს საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის წესების მიზნებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების ზუსტად დეკლარირება ვერ უზრუნველყო.


კომისიამ დაადგინა, რომ კლუბის ფინანსურ ანგარიშებში ყველა შესაბამისი შეთანხმება რეალურად და ზუსტად რომ ყოფილიყო ასახული, მანჩესტერ სიტი როგორც პრემიერ ლიგის, ისე UEFA-ს მიერ დაწესებულ ხარჯვის ლიმიტებს მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა.


ამასთან, პრემიერ ლიგის მიერ ჩატარებული 4-წლიანი გამოძიების განმავლობაში კლუბმა არაერთხელ დაარღვია ლიგასთან თანამშრომლობისა და მაქსიმალური კეთილსინდისიერების ვალდებულებები.


კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კლუბი:


კოორდინირებულად ცდილობდა პრემიერ ლიგის გამოძიების შეჩერებასა და ხელის შეშლას.


კლუბს უფლება აქვს, დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამ უფლების გამოსაყენებლად მანჩესტერ სიტის ვადა პარასკევს, 2 ოქტომბერს ეწურება.


,,კლუბი უდანაშაულოა" - სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მან სიტი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ ისჯება სიტი, ხოლო ბარსელონა არა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ისჯება სიტი, ხოლო ბარსელონა არა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლებერსონი: „რონალდუს დავცინოდით, რომ ფიგუს ვერასოდეს აჯობებდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლებერსონი: „რონალდუს დავცინოდით, რომ ფიგუს ვერასოდეს აჯობებდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი პრესკონფერენციაზე - ჩაერია თუ არა სიტი ნორვეგიის ნაკრების გადაწყვეტილებაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი პრესკონფერენციაზე - ჩაერია თუ არა სიტი ნორვეგიის ნაკრების გადაწყვეტილებაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კლუბი უდანაშაულოა" - სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კლუბი უდანაშაულოა" -  სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 სექ, 2026

რატომ ისჯება სიტი, ხოლო ბარსელონა არა?

News image

28 სექ, 2026

კლებერსონი: „რონალდუს დავცინოდით, რომ ფიგუს ვერასოდეს აჯობებდა"

News image

8 სთ წინ

სკანდალი პრესკონფერენციაზე - ჩაერია თუ არა სიტი ნორვეგიის ნაკრების გადაწყვეტილებაში?

News image

1 სთ წინ

,,კლუბი უდანაშაულოა" - სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება