მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის განცხადებასთან დაკავშირებით კლუბის პოზიცია დააფიქსირა.
,,მანჩესტერ სიტი იმედგაცრუებული და გაკვირვებულია პრემიერ ლიგის კომისიის დასკვნით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
კლუბი უდანაშაულოა პრემიერ ლიგის მიერ წაყენებულ ბრალდებებში და არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ფართო სპექტრი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით კლუბის ყველა პოზიციას ამყარებს.
შესაბამისად, კლუბი შეუპოვრად იმოქმედებს და, საჭიროების შემთხვევაში, პროაქტიულადაც გამოიყენებს ყველა შესაბამის მარეგულირებელ და სამართლებრივ მექანიზმს.
პრემიერ ლიგის პროცესი კვლავ გრძელდება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ დასრულებული არ არის.
მანჩესტერ სიტი ახლა მისთვის ხელმისაწვდომ გასაჩივრების ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რადგან მიიჩნევს, რომ კომისიის დასკვნა შეიცავს მნიშვნელოვან და აშკარა შეცდომებს სამართლებრივი, პრინციპული და ფაქტობრივი თვალსაზრისით და, შესაბამისად, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება.
კლუბი 8 წლის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდა სათანადო სამართლებრივ პროცედურებს იმ მოლოდინით, რომ პრემიერ ლიგის საბჭო და აღმასრულებელი ხელმძღვანელობა იმოქმედებდნენ როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა რომელიმე მხარის გავლენისგან.
ბუნებრივია, კლუბს ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს, სანამ ყველა შემდგომი პროცესი არ დასრულდება." - წერია განცხადებაში.
ფიქტიური კონტრაქტები და ხელოვნური შემოსავლები - პრემიერ ლიგის განცხადება სიტიზე