მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
ფიქტიური კონტრაქტები და ხელოვნური შემოსავლები - პრემიერ ლიგის განცხადება სიტიზე
„იცოდნენ, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს მძიმედ დაარტყამდა, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს.
ფეხბურთელი რომ ვიყო, ამ მედლებს 100%-ით სანაგვეში გადავაგდებდი. აბა სხვა როგორ? ეს ხომ თაღლითობაა.
მათ მოედანზე იმიტომ მოიგეს, რომ კულუარებში თაღლითობა მიდიოდა", - განაცხადა ირლანდიელმა.