ლონდონის არსენალმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერი დახურა.
ნიუკასლ იუნაიტედის კაპიტანი ბრუნო გიმარაეში კარიერას მეთოფეების რიგებში გააგრძელებს. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 75 მილიონია, რომელიც ბონუსების ჩათვლით შესაძლოა 80 მილიონამდე გაიზარდოს.
ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, რაც ნიუკასლის ხელმძღვანელების ოფიციალურმა კომენტარებმაც დაადასტურა. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ჰოპკინსონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ფინანსური სარგებლისა, არსენალი ძალიან განსაკუთრებულ ფეხბურთელსა და პიროვნებას იღებს.
თავის მხრივ, ნიუკასლის სპორტულმა დირექტორმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ ბრუნო გიმარაეში გუნდიდან წასვლას ძალიან ემოციურად აღიქვამს და ბანაკში თანაგუნდელებს ცრემლებით დაემშვიდობა.