ბარსელონას ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
ექსკლუზიურ და მოულოდნელ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო იუწყება.
როგორც რომანო ამბობს, ურუგვაელი ენფილდზე იჯარის წესით გადაბარგდება. კლუბებს შორის სიტყვიები შეთანხმება უკვე შედგა და ბარსას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ეს ტრანსფერი დაადასტურა.
დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.