მას შემდეგ, რაც ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერი ჩაიშალა, არსენალი მარცხენა ვინგერს ეძებს.
როგორც იცით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუშინ რეალთან კონტრაქტი 6 წლით გაახანგრძლივა.
The Times-ის ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა შესაძლოა იუვენტუსის ფეხბურთელის, ქენან ილდიზის მიმართ ინტერესი განაახლოს.
მეთოფეები თურქს გასულ სეზონშიც აკვირდებოდნენ და ივნისში მოთხოვნაც გააგზავნეს, თუმცა იუვენტუსს მოთამაშის გაყიდვა არ სურდა.
ლონდონელები ასევე განიხილავდნენ ბრედლი ბარკოლას დამატების შესაძლებლობას, თუმცა გარიგებას ხელი შესაძლოა ფეხბურთელის მაღალმა ფასმა შეუშალოს - პსჟ 150 მილიონ ევროს ითხოვს. ფრანგით ლივერპულიც ინტერესდება.
გარდა ამისა, არსენალმა შესაძლოა ატლეტიკიდან ნიკო უილიამსის ტრანსფერზეც განაახლოს მუშაობა - ინგლისელები მის დამატებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ.