მიკელ არტეტამ არსენალს მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბი უწოდა.
21 ოქტომბერს არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს უმასპინძლებს.
- რომელი კლუბი უფრო დიდია ისტორიულად - არსენალი თუ ატლეტიკო, თქვენი აზრით?
„ჩემთვის არსენალი მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია, იმიტომ რომ აქ ვმუშაობ, მიყვარს და მინდა, რომ განვითარებას აგრძელებდეს.
მაგრამ თქვენი შეკითხვა უფრო სტატისტიკას ან ისტორიას ეყრდნობა. რა უფრო ფასობს - აწმყო თუ წარსული?
მთავარია, რომ ამ სეზონში არსენალი ყველაზე დიდად ვაქციოთ." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.