მიკელ არტეტამ ვიქტორ გიოკერეშის ფორმაზე ისაუბრა.
შვედი ფორვარდი არსენალს სპორტინგიდან გასულ ზაფხულს 63.5+10 მილიონ ევროდ შეუერთდა და პრემიერ ლიგის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
„თავიდან მას გარკვეული დრო დასჭირდა, იმიტომ რომ ეს სხვა ლიგაა, აქ სხვა მოთხოვნებია და სიზუსტეც აკლდა.
გიოკერეში ჯერ ახლა იწყებს. გოლები მოვა და ჩვენ მისით ძალიან კმაყოფილებიც ვიქნებით." - აღნიშნა არტეტამ.
პრემიერ ლიგის მე-16 ტურში არსენალი საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან ვულვზს, რომელსაც ჯერ მოგებაც არ აქვს, 23:55 საათზე უმასპინძლებს.