VIDEO: ბოლოადგილოსნის დასამარცხებლად არსენალს ორი ავტოგოლი დასჭირდა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა არსენალმა საკუთარ მოედანზე ვულვზს უმასპინძლა.
ემირეითსზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა — უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 70-ე წუთზე ავტოგოლით არსენალმა გახსნა.
90-ზე სტუმრებმა სენსაციურად მოახერხეს გოლის გატანა შეძლეს და თითქოს, სენსაცია გამოაცხვეს. თუმცა, 4 წუთში ვულვზმა კიდევ ერთი ავტოგოლი შეაგდო და 3 ქულა მაინც ლონდონში დარჩა.
არსენალმა 36 ქულა დააგროვა და სიტის 5 ქულით უსწრებს, რომელიც თავის მატჩს დღეს, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს.