ლივერპული მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ დისციპლინარული სანქციების გამოყენებას გაიხილავდა.
როგორც იცით, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ზედიზედ სამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა, რის შემდეგაც სლოტმა ის ინტერთან მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
ინსაიდერი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ მერსისაიდულმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ სალაჰი არანაირად არ დასაჯოს. მეტიც, ხელმძღვანელობას სურს, რომ ეგვიპტელი დარჩეს და მისი პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
თუ კი თავად სალაჰი ზამთარში გადაწყვეტს კლუბის შეცვლას, მან ლივერპულს თავად უნდა შესთავაზოს კარიერის გაგრძელების ვარიანტები.
გუშინ სლოტსა და სალაჰს შორის საუბარი შედგა, რომლის დეტალებიც ცნობილი არ არის, თუმცა ამის შემდეგ ეგვიპტელი ბრაიტონთან დღევანდელი მატჩის განაცხადში დაბრუნდა.