ლივერპულის კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მოჰამედ სალაჰს უთხრა, რომ სურს ის ენფილდზე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგაც დარჩეს.
„მოს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს (AFCON-ზე) და იმედია დაბრუნდება, ამაზე კონტროლი არ მაქვს. ძალიან მსურს, რომ ის ჩვენს გვერდით იყოს, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია. მომდევნო დღეებსა და კვირებში ერთმანეთთან კავშირში ვიქნებით, როგორც ყოველთვის. შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.
მე მას ყველაფერზე ვესაუბრები. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ მინდა დარჩეს. დანარჩენს არ გეტყვით!
ვიმედოვნებთ, რომ ის წარმატებული იქნება AFCON-ზე და ყველანი ველით, რომ დაბრუნდება და სეზონის დარჩენილ ნაწილში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, ყველამ ვიცით, როგორია ფეხბურთი და არავინ იცის, რა მოხდება.
ის კვლავ მნიშვნელოვანია საფეხბურთო კლუბისთვის, მაგრამ ამ სიტუაციაში სხვა მხარეებიც არიან ჩართულნი.“ - თქვა ვან დაიკმა.
VIDEO: ეკიტიკეს დუბლი და სალაჰის ასისტი - ლივერპულმა ბრაიტონს მოუგო